სოხუმმა კორონავირუსის 30 და გარდაცვალების 1 შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში Covid 19 - სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებით, 184 ადამიანი გამოიკვლიეს
და მათგან 30-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობით, 30 მარტს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. 1941 წელს დაბადებული მამაკაცი გუდაუთის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.
ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში 21 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 9 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 31 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 7, ტყვარჩელის კლინიკაში - 2, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში კი 12 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 13 428 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 214 პირი, ხოლო 12 876 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მასალის გამოყენების პირობები