სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 237 პაციენტიდან 11 მძიმე მდგომარეობაშია
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 237 ადამიანი მკურნალობს, აქედან 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 123 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 7 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 40 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმედაა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 25 პაციენტია მოთავსებული, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 49 პაციენტი იმყოფება, მათგან 1 მძიმედაა.
ამ ეტაპზე სამეგრელოს კოვიდცენტრებში თავისუფალი საწოლფონდის რაოდენობა 101 ადგილს შეადგენს.
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 48 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
საკარანტინო სივრცეში 96 მოქალაქე რჩება. თვითიზოლაციაში 1 243 პირი იმყოფება.
ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 123 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 7 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 40 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმედაა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 25 პაციენტია მოთავსებული, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 49 პაციენტი იმყოფება, მათგან 1 მძიმედაა.
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 48 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
საკარანტინო სივრცეში 96 მოქალაქე რჩება. თვითიზოლაციაში 1 243 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები