ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შესასვლელ ჭიშკართან მდგარი
დაზიანებული კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკებას რესტავრაცია ჩაუტარდა. ქანდაკება უკვე აღნიშნულ ადგილზე დგას.
შესაბამისი ფოტოები მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქიამ გამოაქვეყნა.
ქანდაკების სარესტავრაციო სამუშაოებისთვის მერიამ, დაახლოებით, 6 ათასი ლარის ღირებულების
ტენდერი იანვარში გამოაცხადა.
ზუგდიდში ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება გასული წლის მაისში დააზიანეს და კვარცხლბეკიდან
ჩამოაგდეს.
ფოტო: ლაშა ჯიქიაამავე თემაზე:
მეღვინე კოლხური ქალღვთაების ძეგლისთვის სახელის „კოლხიშ ნანა“ დარქმევის ინიციატივით გამოდის
მასალის გამოყენების პირობები