პროექტის "პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში" შესახებ მსჯელობა გაიმართა (ვიდეო)
15:41 / 14.09.2016
ასოციაცია „ათინათის“ ორგანიზებით ზუგდიდის
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში
მონაწილეობა მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს აპარატის
წარმომადგენლებმა, რეგიონში მოქმედმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა,
USAID-ის წარმომადგენლობამ და პროექტის სამიზნე 7 სოფლიდან
მოსახლეობამ მიიღო.
შეხვედრაზე პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა
თვითმმართველობაში“ ირგვლივ არსებული საკითხები განიხილეს.
აღნიშნულ პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და ასოციაცია
„ათინათი“ არასამთავრობო ორგანიზაციათა
კოალიციასთან ერთად (საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“ და გურიის
ახალგაზრული ცენტრი) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
მხარდაჭერით ახორციელებს.
„პეტიცია-ხახის ხმა თვითმმართველობაში“ დასავლეთ საქართველოს 20
მუნიციპალიტეტში, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის
რეგიონში ხორციელდება. მისი მიზანია მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა,
პეტიციების მომზადებით, საკრებულოებში წარდგენით, ადვოკატირების
კამპანიის ორგანიზების გზით მოსახლეობის გააქტიურება.
პროექტი მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2018 წლის სექტემბერში
დასრულდება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები