სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ
ევროკავშირის პროექტის „მცირე
და საშუალო მეწარმეობის განვითარება საქართველოში და DCFTA“
მხარდაჭერით გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა.
სემინარზე ქართული თაფლის ევროკავშირში ექსპორტის
შესაძლებლობების სხვადასხვა მიმართულების კვლევის შედეგები
განიხილეს.
კერესელიძემ ევროკავშირის დელეგაციას მხარდაჭერისთვის მადლობა
გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართული თაფლი არის პირველი ცხოველური
პროდუქტი, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის
შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებში
გაიყიდება.
„ქართული თაფლის ხარისხისა და შესაძლებლობების კვლევის პროცესში
ექსპერტებთან აქტიურად ვთანამშრომლობდით. დღეს მოვისმინეთ
შემუშავებული რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინება მნიშვნელოვანი
იქნება იმ პოტენციალის ასათვისებლად, რაც ქართულ თაფლს აქვს. უახლოეს
მომავალში ჩვენ უნდა შევძლოთ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა ყველა
სტანდარტზე, მეწარმეებს მივაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია, იმისათვის,
რომ ქართული თაფლი გახდეს ხარისხიანი, ცნობადი პროდუქტი და ევროპის
ბაზარზე საკუთარი ნიშა დაიკავოს“ - განაცხადა მან.
ევროპელმა ექსპერტმა სტეფან შვარცინგერმა დამსწრე საზოგადოებას
ჩატარებული კვლევის შედეგების გააცნო და თაფლის ხარისხის კონტროლის
მნიშვნელობასა და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობს
გაუსვა ხაზი.
შეხვედრაზე თაფლის წარმოების ხელშეწყობაში სასოფლო-სამეურნეო
კოოპერაციის და ლაბორატორიული მომსახურების სისტემის სრულყოფის
მნიშვნელობაც განიხილეს.
ქართული თაფლის წარმოება,
ექსპორტი და დამაბრკოლებელი ფაქტორები (ვიდეო)
Производство
грузинского меда, экспорт и препятствующие факторы (Видео)
მასალის გამოყენების პირობები