ქუთაისში პროექტის „სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და
საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა“ ფარგლებში ბიზნეს
ასოციაციებისთვის სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა. 35-მა მონაწილემ
ტრენერისგან ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო
სივრცის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია მიიღო.
ტრენინგის მთავარი თემა იყო ევროკავშირის ბაზარი, თავისებურებები,
სურსათის უვნებლობა და სავაჭრო პოლიტიკა.
„ტრენინგები უტარდება ბიზნესის დამხარე ორგანიზაციებს. ჩვენი მიზანია
მათ მიღებული ინფორმაცია გაავრცელონ თავიანთ წევრებში, გაიზარდოს
ცნობადობა და ხელმისაწვდომობა ევროკავშირის ბაზარზე“, - აღნიშნა
ექსპორტის განვითარების ასოციაციის წარმომადგენელმა გიორგი
გუდავაძემ.
ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელის გვანცა მელაძის შეფასებით,
სავარაუდოდ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ცნობადობა გაიზარდა, რადგან
ჯგუფი სემინარებში აქტიურად იყო ჩართული.
„კითხვების ხარისხი არის საკმაოდ რელევანტური. ჩვენ მათ ვაწვდით
ინფორმაციას, ამ მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების და
გამოწვევების შესახებ. ასევე, შევთავაზეთ საინტერესო ინსტრუმენტები
ანალიტიკისთვის, გავაცანით, როგორ მეწარმეებს აქვთ შანსი, გაიტანონ
პროდუქცია ევროკავშირში, კონკრეტულად, რას უნდა ველოდოთ თავისუფალი
სავაჭრო სივრციდან“, - დასძინა მელაძემ.
ტრენინგს დასავლეთ საქართველოდან სხვადასხვა ასოციაციის
წარმომადგენლები დაესწრნენ. მათი განმარტებით, მსგავის ტრენინგები
მნიშვნელოვანია, რადგან DCFTA-ის შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა,
ისინი ინფორმაციას ერთმანეთსაც უცვლიან.
„აღნიშნულ ტრენინგზე ვეცნობით ევროკავშირის მოთხოვნებს, სტანდარტებს,
რომელსაც შემდეგ ჩვენს წევრ ფერმერებს, გადამამუშავებლებსა და
ექსპორტიორებს გადავცემთ“, - თქვა ველური სოკოს შემგროვებელთა და
მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელმა იოსებ კობახიძემ.
პროექტის ერთ-ერთი კოორდინატორის საბა მესხის ინფორმაციით, ანალოგიური
ტრენინგში აღმოსავლე საქართველოში მომუშავე ასოციაციებისთვის ბორჯომში
უკვე ჩატარდა და ეს ტრენინგების პირველი სერიაა.
„ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია განვავითაროთ ბიზნესის მხარდამჭერი
ორგანიზაციები, რომლებიც შეძლებენ დაეხმარონ მცირე ფერმერებს, რომ
გაძლიერდნენ. ვგგევამთ ტრენინგებს რეგიონებში, რომელიც შეეხება
ორგანიზაციული მართვის საკითხებს“, - აღნიშნა მესხმა.
ტრენინგებს ეკონომიკის სამინისტროდან, აისეტიდან და ექსპორტის
განვითარების ასოციაციიდან მოწვეული ტრენერები ატარებდნენ. ისინი
პროექტის „„სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო
საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა“ ფარგლებში იმართება. პროექტს
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია GFA, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად
(ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, სამოქალაქო განვითარების სააგენტო,
ექსპორტის განვითარების ასოციაცია და ასოციაცია ,,ათინათი'')
ახორციელებს და ის ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები