ზუგდიდში დღეს ჯვარი შვიდმა წყვილმა დაიწერა (ვიდეო/ფოტო)
19:23 / 17.05.2018
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის ვლაქერნის
ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა.
სულ ტაძარში დღეს ჯვარი შვიდმა წყვილმა დაიწერა. რიტუალი იმ
მეუღლეებისთვის ჩატარდა, ვისაც თანაცხოვრების განმავლობაში ამ დრომდე
ჯვარი არ დაუწერია.
„ადამიანები, რომელთაც ადრეც არ იყვნენ ჯავრდაწერილები, ცდილობენ, რომ
თავიანთი ოჯახის სიწმინეში ამყოფონ და ასე გაზარდონ თავისი შვილები.
ყველას ვულოცავ ამაღლების დღესასწაულს და ოჯახის სიწმინდის დღეს. ამ
დღეს იქნება საყოველთაო ჯვრისწერები, ნათლობები და ეკლესია
სახელმწიფოს ერთ-ერთი საფუძვლის- ოჯახის სიმტკიცისთვის ყველაფერს
გააკეთებს“, - აღნიშნა მამა მალხაზ ჭანტურიამ.
თავის მხრივ, წყვილებმა საყოველთაო ჯვრისწერის ორგანიზატორებს და
ინიციატორებს მადლობა გადაიხადეს.
„36 წელია, ოჯახი შევქმენით და ჯვრისწერა, სამწუხაროდ, დაგვიგვიანდა.
ეს ყველა ქრისტიანი ოჯახისთვის აუცილებელია და მინდა მადლობა ვუთხრა
ინიციატორებს“, - თქვა ნანული ქირიამ.
საყოველთაო ჯვრისწერას ორგანიზება ჩოხოსანთა საზოგადოების ზუგდიდის
სადროშომ გაუწია.
„ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით პატრიარქის კურთხევითა და
ჩოხოსანთანს საზოგადოების ინიციატივით საყოველთაო ჯვრისწერას ზუგდიდიც
შეუერთდა. მომავალშიც, ვისაც სურვილი ექნება, ამ დღეს შეუძლია,
საყოველთაო ჯვრისწერას შეუერთდეს და ჯვარი დაიწეროს,“ - თქვა სადროშოს
ხელმძღვანელმა გიგა ქორთუამ.
აღნიშნული ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება და წელიწადში რამდენჯერმე
ჩატარდება. საქართველოს მასშტაბით საყოველთაო ჯვრისწერა თბილისსა და
ქვეყნის სხვა რეგიონშიც გაიმართა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები