სპორტი
ქართველი სპორტსმენების სოლიდარობა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს (ფოტო, ვიდეო)
ქართველი სპორტსმენები 20 ივნისის აქციის მონაწილეებს საკუთარ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.
საქართველო-იტალიის მატჩზე ლელოს დადება საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა თედო აბჟანდაძემ ცალ თვალზე ხელის აფარებით აღნიშნა.

ამავე ჟესტით გამოხატეს საკუთარი პროტესტი და გამოუცხადეს მხარდაჭერა ანტისაოკუოაციო აქციის მონაწილეებს საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა ოთო კობახიძემ და დავით ჯიქიამ.

მანამდე, ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელები ეროვნული ლიგის თამაშზე ანტიოკუოპაციური მაისურებით გავიდნენ.

20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დაშალეს აქცია. რეზინის ტყვიების სროლისა და ცრელმსადენი გაზის გაშვების შედეგად 300-მდე ადამიანი დაშავდა. რამდენიმეს რეზინის ტყვია თვალის არეში მოხვდა, მათგან ორს თვალის ამოღება დასჭირდა.

ვიდეო: რაგბი TV/Rugby TV
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.