საზოგადოება
PIN-მა პროგრამის 2- წლიანი პროექტის შედეგები შეაჯამა (ვიდეო)
„ფიფლ ინ ნიდმა“ პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ დახურვის ღონისძიება მოაწყო. ორწლიანი შედეგების პრეზენტაცია ჩეხეთის საელჩოში გაიმართა. შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ჩეხეთის ელჩი პეტერ მიკისკა, ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს თანამშრომლობის ხელმძღვანელი იან ჩერნიკი, PIN-ის საქართველოს მისიის დირექტორი დიონ ბატერსები და ასევე პარტნიორი ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტის მენეჯერის ნანა ფერაძის თქმით, ორი წლის განმავლობაში საქართველოს შვიდ რეგიონში 25-მდე ორგანიზაცია გადამზადდა და საჭირო ტექნიკით აღიჭურვა. 

“23 ლოკაციაზე მოეწყო DCFTA საინფორმაციო მაგიდები. აღიჭურვნენ საჭირო ტექნიკით, ინვენტარით და საჭირო ლიტერატურით. აღნიშნული დესკების ოფიცრებმა გაიარეს გადამზადება "ფიფლ ინ ნიდის" მხარდაჭერით და ისინი დამოუკიდებლად გააგრძელებენ ადგილობრივი ფერმერების გადამზადებას“, - აღნიშნა ფერაძემ.


საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელი ამბობს, რომ წლიდან წლამდე ქართული პროდუქტის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში იზრდება, თუმცა, მისივე თქმით, არსებობს დაბრკოლებები.

„მოხარულები ვართ, რომ წლიდან წლამდე ვხედავთ პროგრესს და აშკარაა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი პროდუქტი გადის საქართველოდან ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში, თუმცა ჩვენი სურვილია ეს პროცესი გაგრძელდეს, გაგრძელდეს უფრო სწრაფი ტემპით. არსებობს უამრავი დაბრკოლება და ერთ-ერთი მათ შორის არის გრძელვადიანი კავშირის დამყარება ევროკავშირის წარმომადგენლებთან. ასევე ევროკავშირის მომხმარებლების დარწმუნება იმაში, რომ მოიხმარონ ქართული პროდუქტი. ამიტომ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. იმისათვის, რომ მათი მეშვეობით მეტი ინფორმაციის მიტანა მოხდეს ფერმერებამდე“, - ამბობს კარლ ჰარცელი.

საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტერ მიკისკა თვლის, რომ ჩვენს ქვეყანაში მთავარი გამოწვევა ინფორმაციის დეფიციტია და ეს განსაკუთრებით რეგიონებს ეხება.

„პროექტის არსიც სწორედ ეს იყო. ჩვენი მუშაობის მიზანია ის, რომ ფერმერებმა წარმატებას მიაღწიონ. მოხდეს მეტი ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, მეტი შემოსავლის გენერირება და ამან საბოლოო ჯამში განაპირობოს რეგიონების განვითარება“, - თქვა პეტრ მიკისკამ.

PIN-ის საქართველოს მისიის დირექტორი დიონ ბეტერსები, მიიჩნევს, რომ  მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, სასიხარულოა იმის ნახვა, რომ ათასობით ადამიანმა მიიღო სწორი ინფორმაცია DCFTA-ს და მისი შესაძლებლობების შესახებ.

„ეს არის ევროკავშირის, პინისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ერთობლივად განხორციელებული პროექტი, რომლის მიზანი იყო რეგიონებში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ინფორმაციის მიწოდება. მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, სასიხარულოა იმის ნახვა რომ ათასობით ადამიანმა მიიღო სწორი ინფორმაცია DCFTA-ს და მისი შესაძლებლობების შესახებ. ერთია რომ გვქონდეს ინფორმაცია, თუმცა ამას თან უნდა მოყვეს უნარების განვითარება და დაფინანსების ხელმისაწვდომობა“, - აღნიშნა მან.

პროექტს, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ ახორციელებდა. პროექტის პარტნიორები იყვნენ: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი, ასოციაცია "ათინათი", "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" და "საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსი". 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.