რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ზურაბ
ალავიძეს მთავრობის
ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი შეცვლის, -
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე
განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ზურაბ ალავიძე კერძო
სექტორში ბრუნდება.
„რამდენიმე დღის წინ მან მომმართა თხოვნით კერძო სექტორში დაბრუნების
შესახებ. მე დამჭირდა რამდენიმე დღე, რომ დამეყოლიებინა დარჩენაზე,
მაგრამ ვერ შევძელი, ამიტომ მომიწია მისი თხოვნის დაკმაყოფილება“ -
განაცხადა კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილის შეფასებით, ზურაბ ალავიძე წარმატებული მინისტრი იყო,
რომელმაც ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების საქმეში დიდი წვლილი
შეიტანა. პრემიერმა ალავიძეს მადლობა გადაუხადა, რის შემდეგაც
მინისტრის თანამდებობაზე ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია
ცქიტიშვილი წარადგინა.
„დარწმუნებული ვარ, მაია იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი,
დარწმუნებული ვარ სივრცითი განვითარების კუთხით ვიხილავთ ძალიან ბევრ
წარმატებას“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები