უსუფაშვილი: ზურაბიშვილი არა მოღალატე, არამედ პრეზიდენტობისთვის შეუფერებელია
„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით უსუფაშვილის თქმით, ის არ იზიარებს მოსაზრებას, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გამტარებელია,
თუმცა, უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი პრეზიდენტის თანამდებობისთვის შეუფერებელია.
ამის შესახებ კანდიდატმა ზუგდიდში ამომრჩევლებთან შეხვედრის დაწყებამდე შესაბამისი კითხვის პასუხად ისაუბრა. უსუფაშვილი თვლის, რომ ზურაბიშვილს არასწროად ესმის ქართული საქმის კეთება რუსეთთან მიმართებაში.
„მე არ ვიზიარებ, რომ ზურაბიშვილი არის მოღალატე, მაგრამ ის არის შეუფერებელი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე არა იმიტომ, რომ ის შეგნებულად აკეთებს რუსეთის საქმეს საქართელოში, არამედ ის ვერ ასხვავებს საგარეო ურთიერთობაში სახელმწიფო ინტერესებს და შიდა პოლიტიკურ წინააღმდეგობას... მას არ ესმის სწორად ქვეყნის ინტერესების დაცვა ოკუპანტ სახელმწიფოსთან მიმართებაში, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ოკუპანტის აგენტია, მე ამის არ მჯერა... მაგრამ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტის არასწორი პოლიტიკის მეშვეობით ქვეყანა დაზარალდება. ისევე, როგორც ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში. ვაშაძე სააკაშვილის ჩამოყვანას აპირებს, ზურაბიშილი კი ივანიშვილის ხელისფლების გახანგრძლივებას. არცერთი არაა ქართველი ხალხის ინტერესებში“, - თქვა დავით უსუფაშვილმა.
ის ზუგდიდში ზუგდიდელ და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ მხარდამჭრებსა და ამომრჩევლებს შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები