ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობაზე პაატა ლაგვილავა დაინიშნა.
შესაბამის ბრძანებას ხელი მერმა ხუთ აპრილს მოაწერა. ინფორმაცია რადიო
"ათინათს" ფოთის მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ლაგვილავა 2013 წლამდე ფოთის მერიაში მუშაობდა, მოგვიანებით კი კერძო სექტორში იყო დასაქმებული.
აღნიშნული პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პირველ აპრილს თანამდებობა მერის მოადგილემ
გიორგი ფარეშიშვილმა დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები