პოლიტიკა
მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი: არჩევნებს „ოცნება“ უღვთოდ აყალბებს (ვიდეო)
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის თენგიზ ჯგუშიას მტკიცებით, ხელისუფლება ზუგდიდში არჩევნებს სხვადასხვა მეთოდით აყალბებს. ამის შესახებ კანდიდატმა მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ჯგუშიას თქმით, მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ტერორი ადამიანებზე, მათი დაშინება და მოსყიდვა.

„„ჩვენ გვაინტერესებს რა გაუკეთებიათ აქამდე, რატომ იყრიან კენჭს, რა დამსახურებები ჰქონდათ საზოგადოებრივ ასპარეზზე. როდის აუმაღლებიათ უსამართლობის წინააღმდეგ ხმა და ა.შ.“ოცნება“ უღვთოდ აყალბებს არჩევნებს ფსიქოლოგიური ტერორით,ხალხის დაშინებით და მოსყიდვთ.აი, კონკრეტულად დღეს ადამიანები შეხვედრაზე არ მოდიან იმის გამო,რომ ოცნება სეზონურად სიყალბით ასაქმებს ადამიანებს აგიტატორობაში, კოორდინატორობაში და თავის წინასაარჩევნო მანიპულაციებში“, - თქვა ჯგუშიამ.

მან ზუგდიდელებს მოუწოდა, არ დაუჭირონ მხარი მმართველი პარტიის მერობის კანდიდატს გიორგი შენგელიას და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში მათ მოღალატეებად მიიჩნევს.

„გინდათ გამარჯვება? დაამარცხეთ შიში. გინდათ თავისუფლება? ნუ გახდებით ოცნების მათთვის ხმის მიცემას 19-ში, ზუგდიდის წინაშე იქნება დამნაშავე.მომავალ თაობებს უზღუდავთ თავისუფლებას“, - მიმართა მან ზუგდიდელებს.

თენგიზ ჯგუშიამ ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ ფაშიზმზე გამარჯვებით მოპოვებული თავისუფლება ხელისუფლებამ ფეხქვეშ გათელა და საკუთარ მოსახლეობას, ჯგუშიას სიტყვებით, „ქართველ ხალხს დაუბრუნდა ფსიქოლოგიური ფაშიზმი“.
ჯგუშიასთან ერთად ბრიფინგზე მისი მხარდამჭერებიც იმყოფებოდნენ, რომთაც ხელში ეჭირათ ტრანსფარანტები წარწერებით: „მართე შენი ზუგდიდი შენს რჩეულთან ერთად“, „გაამარჯვებინე უკეთესს-ჯგუშია უჯგუ“, „მათი დრო წავიდა, ახლა ხალხის მსახურების დროა“.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.