საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის
ჩემპიონატის მეოთხე ტურში, რუსეთის ნაკრები ანგარიშით 29:9
დაამარცხა.
პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების წაგებით დასრულდა, თუმცა
თამაშის მეორე ნახევარი
ქართველების სრული უპირატესობით წარიმართა.
დღევანდელი მატჩის ჩათვლით საქართველო რუსეთს რაგბიში 22-ჯერ
დაუპირისპირდა, აქედან 20 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და ერთხელ
დამარცხდა.
"ბორჯღალოსნები" ტურნირის მორიგ შეხვედრას რუმინეთთან 18 მარტს
"დინამო არენაზე" 16:00 საათზე გამართავენ.
მასალის გამოყენების პირობები