ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული შუახნის მამაკაცის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი. ინფორმაციას
საავადმყოფოს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, პაციენტის ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი.
მამაკაცი ოკუპირებული ტერიტორიიდან წუხელ გადმოიყვანეს და მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებიც აქვს.
ბოლო მონაცემებით ზუგდიდის ინფექციურში შვიდი პირი რჩება. აქედან ორს კორონავირუსი
დაუდასტურდა და მათი მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ოჯახს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან გუშინ
გადმოიყვანეს, მათ სავარაუდოდ დღეს გაწერენ.
მასალის გამოყენების პირობები