ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, დაავადების მილევად ფაზაშია,
რომლის პერიოდშიც ვირუსის გადადების რისკი მინიმალურია. ამის შესახებ ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად გახდა ცნობილი.
70 წლამდე მამაკაცი, რომელიც საქართველოში რუსეთიდან 12 ივნისს ჩამოვიდა, საკარანტინო ზონიდან ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო 14 ივნისს გათავისუფლდა. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას განმარტებით, კარანტინის დატოვებამდე მამაკაცს Covid 19-ზე პისიარ კვლევა ჩაუტარდა, რომლის შედეგიც უარყოფითი იყო. გარდა ამისა, ოდიშარიას თქმით, მას სამძიმარი დისტანციურად, თვითიზოლაციის წესების დაცვით უნდა მიეღო.
მამაკაცის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე გუშინ სუსტად დადებითი იყო. მედიკოსები ვარაუდობდნენ, რომ მას ინფექცია უკვე გადატანილი ჰქონდა და არ იმყოფებოდა დაავადების მწვავე ფაზაში.
ამ ეტაპზე პაციენტი რუხის საავადმყოფოში მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამავე თემაზე: ზუგდიდში გუშინ დაფიქსირებული კოვიდ19-ის ახალი შემთხვევის 7 კონტაქტი კარატნიში, ხოლო 22 - თვითიზოლაციაშია
რჩება შთაბეჭდილება, რომ პაციენტს გადატანილი აქვს კოვიდ19 - ნიკოლოზ ქარცივაძე ზუგდიდში დაფიქსირებულ ახალ შემთხვევაზე
კოვიდ-ინფიცირებულ მამაკაცს სამძიმარი დისტანციურად უნდა მიეღო - ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
ზუგდიდში კორონავირუსი დაუდასტურდა მამაკაცს, რომელიც ნათესავის სამძიმარზე იმყოფებოდა
მასალის გამოყენების პირობები