რუხის მულტიფუნქციურ კლინიკაში მოთავსებულ 50 წლამდე მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ რადიო
"ათინათს" დაავადებათა კონტროლის
ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულმა ხელმძღვანელმა ანზორ ქობალიამ უთხრა. მისი განმარტებით კვლევა პისიარ მეთოდით ჩატარდა, პასუხი კი უარყოფითია.
ენგურჰესის თანამშრომელს, რომელიც დღეს ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოვიდა და Covid 19-ზე სწრაფი ტესტირება ენგურის ხიდთან არსებულ სამედიცინო პუნქტში ჩაუტარდა, პირველადი მონაცემებით სუსტად დადებითი პასუხი ჰქონდა.
ამავე თემაზე: ენგურის ხიდზე გადმოსული მამაკაცის სწრაფი ტესტის პასუხი კორონავირუსზე დადებითია
მასალის გამოყენების პირობები