ფოთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა.
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მამაკაცი თბილისში იმყოფებოდა, სადაც კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.
"კლინიკური გამოვლინება ძალიან სუსტი სიმპტომატიკით აქვს, მშრალი ხველა და ყელის ტკივილი. თვითონ მიმართა გამოსაკვლევად ლაბორატორიას", - თქვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.
მისივე ცნობით, ეპიდემიოლოგები მამაკაცის კონტაქტებს იკვლევენ. ამ ეტაპზე ტესტირება დაახლოებით 25 პირს ჩაუტარდა, მათი ანალიზის პასუხები კი ხვალ გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები