ახალი ამბები
სამეგრელოში 14 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, 3 ზუგდიდში დაფიქსირდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, რეგიონის მასშტაბით აღებული, 61 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 14 პირს კორონავირუსი დაუდგინდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ცნობით, 3 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 6 - ფოთში, 1- გალში, ხოლო 2-2 შემთხვევა სენაკსა და ჩხოროწყუში გამოვლინდა.

„ზუგდიდის შემთხვევებიდან, 2 უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტტია, ხოლო 1 -ის დაინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობას. ფოთთან მიმართებაში კი ყველა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. 2 შემთხევვაა სენაკში, რომელთაგან 1 უკვე გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეორეს ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს. ასევე, ჩხოროწყუში მიმდინარეობს წყაროების მოიება. 1 შემთხვევა უკავშირდება ოკუპირებული აფხაზეთის უკვე დადასტურებულ კონტაქტს. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა“, - განმარტა თორიამ.

სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 231 მოქალაქეს. რეგიონის მასშტაბით საკარანტინე სივრცეში 131 ადამიანი იმყოფება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.