ზუგდიდელი მამაკაცი თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა
ზუგდიდის მკვიდრი 71 წლის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა, იმერეთში, თერჯოლის საავადმყოფოში დილით გარდაიცვალა.
ის ზუგდიდის ბაზარში მუშაობდა. გარდაცვლილის ცხედარი სახლში ჯერ არ გადაუსვენებიათ.
რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახის კიდევ 2 წევრს კოვიდ-19 დადასტურებული აქვს, ერთი მათგანი მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გადის.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციულ შტაბში რადიო „ათინათს“ მამაკაცის გარდაცვალების ფაქტი დაუდასტურეს. ამავე ცნობით, მამაკაცს თანმხლები დაავადებები ჰქონდა და ის იმერეთის კოვიდმიმღებ საავადმყოფოში მკურნალობდა.
მასალის გამოყენების პირობები