ახალი ამბები
სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსის 369 შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 901 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობიოთ, თბილისში გამოვლენილია 1 060 შემთხვევა, აჭარაში - 461, იმერეთში - 340, ქვემო ქართლში - 181, შიდა ქართლში - 199, გურიაში - 68, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 369, კახეთში - 94, მცხეთა-მთიანეთში - 78, სამცხე-ჯავახეთში - 45, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 6.

"გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეიბითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 799 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 42 572-მდე გაიზარდა.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 ადამიანი. მათ შორის თბილისში - 14 ადამიანი, აჭარაში - 7, იმერეთში - 8, შიდა ქართლში - 3, ქვემო ქართლში - 1, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 475 გარდაცვალების შემთხვევა.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 680. 4 691 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 316, აჭარაში - 740. მძიმე პაციენტი გვყავს 641, მათ შორის, თბილისში - 332, აჭარაში - 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 322 პირი, მათ შორის, თბილისში - 160, აჭარაში - 92. 2 879 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 449 - აჭარაში, ხოლო 971 - თბილისში. 7 110 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 964 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 683, აჭარაში-1 296. სულ 6 ოქტომბრიდან - 7 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 13 227 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 324 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 5 326 პირი, აჭარაში - 16 226, იმერეთში - 4 305",- ნათქვამია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციაში“, - ვკიტხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 57 753-ს შეადგენს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.