გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირი გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, ორივე გარდაცვლილი სენაკის მკვიდრია. ერთი მათგანი, 1937 წელს დაბადებული პირი სენაკის კლინიკა "სენამედში" გადიოდა მკურნალობის კურსს, ხოლო მეორე, 1955 წელს დაბადებული მამაკაცი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.
სამეგრელოში არსებულ კოვიდმიმღებ ცენტრებში ამ ეტაპზე 233 პაციენტი მკურნალობს. ბოლო მონაცემებით რეგიონში კორონავირუსი კიდევ 273 ადამიანს
დაუდასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები