ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 65 წლის მამაკაცი ფოთის მკვიდრია.
ის ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე 75 ადამიანი მკურნალობს. მათგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 31 პირი, გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა.
საკარანტინო სივრცეებში 105 ადამიანი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები