გასული დღე ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით,
61 წლის მამაკაცი ხობის მკვიდრია, ის რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს, ხოლო წალენჯიხაში მცხოვრები 57 წლის ქალი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული.
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე 272 ადამიანი მკურნალობს. მათგან 21-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მასალის გამოყენების პირობები