108 ახალი შემთხვევა და გამოჯანმრთელებული 74 პაციენტი - სამეგრელოს კოვიდ-სტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1 023 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, 108 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 517 კვლევა ტესტით.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 510 პირი, მათგან 74 სამეგრელოში. ქვეყნის მასშტაბით ვირუსს 17 ადამიანი ემსხვერპლა. სამეგრელოს რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევა არ გამოვლენილა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 422 საიდანაც: 3 333 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, 254 სამეგრელოს კოვიდმიმღებ ცენტრებშია მოთავსებული.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 350 428-ს.
მასალის გამოყენების პირობები