Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 141 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან,
სამეგრელო - ზემო სვანეთში 139 დაფიქსირდა.
ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 509 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 377 597-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 751 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 141 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 648 შემთხვევა, აჭარა - 438, იმერეთი - 270, ქვემო ქართლი - 152, შიდა ქართლი - 132, გურია - 54, კახეთი - 186, მცხეთა-მთიანეთი -70, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456 საიდანაც: 5 256 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორეის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 212 პირი. 20 402 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. თვითიზოლაციაში კი18 470 ადამიანი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები