Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 034 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
აქედან, სამეგრელო-ზემო სვანეთში 237 დაფიქსირდა.
ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 952 პირი, ხოლო 86 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 649 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 034 ახალი შემთხვევიდან, თბილისში 1 202 დაფიქსირდა, აჭარა - 282, იმერეთი - 375, ქვემო ქართლი - 188, შიდა ქართლი - 213, გურია - 84, კახეთი - 289, მცხეთა-მთიანეთი - 72, სამცხე-ჯავახეთი - 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 782, საიდანაც 7 210 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 577 პირი, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 385 პირი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 559 943-ს.
მასალის გამოყენების პირობები