სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
83 წლის ზუგდიდელი მამაკაცი რუხის საავადმყოფოში მკურნალობდა.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 382 პირი გადის მკურნალობის კურსს. მძიმეა რუხის კლინიკის 28, სენაკის "ლაზიკა მედის" 2 და ფოთის "ბომონდის" 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
საკარანტინე სივრცეში 23 კოვიდინფიცირებული რჩება.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 138-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები