სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 2 ადამიანი გარდაიცვალა. ორივე მათგანი ზუგდიდელია.
42 წლის კოვიდინფიცირებული ქალი ქუთაისში, კლინიკა
"ბომონდში" მკურნალობდა, ხოლო 50 წლის მამაკაცი რუხის კლინიკის პაციენტი იყო.
ამ ეტაპზე სამეგრელოს კოვიდცენტრებში 470 პირი მკურნალობს, 39 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
კარანტინში 24 მოქალაქე რჩება. დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 210-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები