სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
84 წლის ქალი სენაკის მკვიდრი იყო და მკურნალობის კურსს კლინიკა სენამედში გადიოდა.
ამ ეტაპისთვის, რეგიონის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 274 პაციენტი მკურნალობს, მათგან მძიმეა 13-ის მდგომარეობა.
საკარანტინე სივრცეში 18 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდი 230 ადამიანს
დაუდასტურდა. ვირუსისგან 115 პირი გამოჯანმრთელდა
მასალის გამოყენების პირობები