ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები ვიდეო კონკურსის "გერმანული, როგორც პირველი უცხო ენა" გამარჯვებულები გახდნენ. მოიპოვეს სრული დაფინანსება, სტიპენდია და გერმანიაში, ბავარიის მხარეში საზაფხულო კურსებზე მიემგზავრებიან. უფრო ვრცლად კონკურსის შესახებ და პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე რადიო
,,ათინათის“ დილის გადაცემაში კონკურსის გამარჯვებულები ტატა ჭკადუა და შოთიკო სვირავა საუბრობენ.
მასალის გამოყენების პირობები