ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები ვიდეო კონკურსის "გერმანული, როგორც პირველი უცხო ენა" გამარჯვებულები გახდნენ. მოიპოვეს სრული დაფინანსება, სტიპენდია და გერმანიაში, ბავარიის მხარეში საზაფხულო კურსებზე მიემგზავრებიან. უფრო ვრცლად კონკურსის შესახებ და პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე რადიო ,,ათინათის“ დილის გადაცემაში კონკურსის გამარჯვებულები ტატა ჭკადუა და შოთიკო სვირავა საუბრობენ.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე შემცირება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
დღეს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტობის“ კანდიდატები, ადგურ არძინბა და ბადრა გუნბა მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ ტელეგრამის არხი RESPUBLICA იუწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სხვა რეგიონების დეპარტამენტების თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავეს. მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.