ოდაბადეშ კინოხონი
მოჯგირეფი
მოჯგირეფი
06 / მარტი 2025
ტერმინი ,,მოჯგირე” ნაწარმოებია სიტყვიდან ,,ჯგირი“, რაც კარგს ნიშნავს და სრულ შესატყვისობაშია ქართულ ,,მოკეთესთან“. აღნიშნული ტერმინით მოიხსენიება დღეისათვის სისხლით ნათესავი - როგორც მამის,ასევე დედის ნათესაობის მხრიდან. დღევანდელ გადაცემაში საუბარია რამდენი თაობა ითვლებოდა ნათესავად, რა ტერმინი გამოიყენება პირველი და მეორე კატეგორიის ნათესაობის აღსანიშნავად. როგორ ხდებოდა სამეგრელოში ხელოვნურად დანათესავება და რა წესები უნდა ყოფილიყო მკაცრად დაცული. 

გადაცემის წამყვანი სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს - მკვლევარი ლაშა ჯიქია.
თური
თური
28 / თებერვალი 2025
ეთნოგრაფიული მონაცემებით სამეგრელოში დამოწმებული ნათესაობის ფორმის სამი სხვადასხვაობა გვხვდება. სამეგრელოში სისხლით ნათესავის აღსანიშნავად გამოიყენება ზოგადი ხასიათის ორი ტერმინი- ,,ნათესე“ ( ნათესავი ) და ,,მოჯგირე“ (მოკეთე).რამდენიმე ოჯახის ,,დუდმოჯგირეების“ სოციალურ გაერთიანებას ეწოდებოდა ,,დინო“. შვიდი-რვა თაობის შიგნით წარმოქმნილი ,,დინოების“ სოციალური გაერთიანებაა ,,თური“. დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი ,,თურის“ სტრუქტურა და რა სიმკაცრით იყო დაცული ეგზოგამიურობის ნორმები.
სამოხიო
სამოხიო
20 / თებერვალი 2025
სამეგრელოში გამსხვილებული მიკროუბნის გარდაქმნას უბნად სამოხიო ეწოდებოდა. რამდენიმე სამოხიოს გაერთიანება კი ჯამში იწვევდა, მის სოფლად ჩამოყალიბებას. სამოხიო თავის მხრივ შედგებოდა მიკრო სოციალური გაერთიანებებისგან, როგორიცაა რამდენიმე გვარის სამოყვრო გაერთიანება-დინო და სისხლით ნათესაური კავშირი თური.
დუდკოჩი
დუდკოჩი
13 / თებერვალი 2025
საქართველოს ზოგიერთ კუთხეში საქორწილო სუფრის უფროსს (გამრიგებელს) ეჯიბი წარმოადგენდა, სამეგრელოში ამ ფუნქციას ასრულებდა და დღესაც ასრულებს „დუდკოჩი“ (თავკაცი),რომელსაც ქორწილამდე ერთი კვირით ადრე ოჯახის უფროსი ასახელებს.
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.