გასული საუკუნის სამეგრელოში ახალშეუღლებულები ყოველმიზეზგარეშე მათთვის ცალკე გამართულ დროებით ნაგებობაში იწყებდნენ ცხოვრებას, ძირითადი ოჯახისგან ახალდაქორწინებულთა იზოლირებული ცხოვრება, გასაგები მიზეზების გამო, ტრადიციული მორალურ-ეთიკური ნორმების დაცვასა და სათანადო ფსიქოლოგიური აკლიმატიზაციის გავლას ითვალისწინებდა.
,,თორ-ფაცხა“ ჩვეულებრივი წრიული დაწნული ნაგებობა იყო,რომელიც ტრადიციული ფაცხისგან განსხვავდებოდა შედარებით მცირე ზომებით და დაბალი სახურავით.
დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ,,თორ-ფაცხას“ შიდა განლაგება და რა იყო ის აუცილებელი ატრიბუტები, რომელიც უნდა დაეხვედრებინა ,,ხემანწყუს“ სიძე-პატარძლისთვის ,,თორ-ფაცხაში“.
გადაცემის წამყვანი სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს - მკვლევარი ლაშა ჯიქია.
გადაცემის ,,ოდაბადეშ კინოხონი’’ ინიციატორი და სპონსორია ზუგდიდელი იური ვეკუა
2022 წელს ზუგდიდში დაფუძნდა ,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი", რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები