2019 წლის პირველი იანვრიდან რძის შემკრები და გადამამუშავებელი საწარმოები აღარ ჩაიბარებენ რძეს იმ ფერმერებისგან, რომელთა ცხოველებიც არაა იდენტიფიცირებული. ამასთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სამეგრელოში გაიმართა შეხვედრა.
რას გულისხმობს ეს ცვლილებები, რა მიზნით ხორციელდება ისინი და რა ეფექტს უნდა ველოდეთ მათგან, ამ თემებზე გვესაუბრება, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის - FAO, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ხელმძღვანელი მიხეილ სოხაძე.
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions settings, opens captions settings dialog
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Captions Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
გადაცემა მომზადებულია პროექტის "სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად," რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ". პროექტის პარტნიორებია: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMС კვლევითი ცენტრი, ასოციაცია ათინათი, "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" და "საქართველოს სოფლის მეურნეობისა ფდა სოფლის განვითარების ალიანსი".
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები