ინგრედიენტები:70 გ სიმინდის ფქვილი
350გ სიმინდის ღერღილი
600 გ სულუგუნი
1100 მლ წყალი
მომზადების წესი:
კარგად გარეცხეთ ღერღილი და მოათავსეთ თუჯის ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით მაღალ ცეცხლზე. ადუღებამდე ყოველ 2 წუთში ამოურიეთ.
ადუღების შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ 50-6- წუთის განმავლობაში, პერიოდულად ურიეთ, რომ არ მიიწვას (თუ წყალს დაიშრობს, შეგიძლიათ დაამატოთ).
როდესაც ღერღილი მოიხარშება, ხის ჩოგნით თანდათან შეაზილეთ სიმინდის ფქვილი და სწრაფად ჩააზილეთ. ხარშეთ 10-12 წუთის განმავლობაში და გამუდმებით ურიეთ, რათა არ მიიწვას.
შემდეგ თავდახურული ხარშეთ 8-10 წუთის განმავლობაში.
თხლად დაჭერით სულუგუნი. თანდათან დაამატეთ ცხელ ღომის მასას და ურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვნ წელვად მასას.
მასალის გამოყენების პირობები