დაპირისპირება სამტრედიის პოლიციასთან გამართულ აქციაზე (ვიდეო)
22:18 / 20.08.2016
ხმაურის ფონზე ჩაიარა "თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ ორგანიზებულმა
აქციამ სამტრედიაში. სხვადასხვა ქალაქებიდან და
მათ შორის ზუგდიდიდან ჩამოსულმა ახალგაზრდებმა, 22 წლის დემურ სტურუას
ოჯახის წევრებთან ერთად მისი გარდაცვალების ფაქტი გააპროტესტეს.
სტურუამ წერილი დატოვა, სადაც პოლიციის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე
მიუთითებდა.
მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დასასრულს მონაწილეებმა სიმბოლურად
პოლიციის მანქანები შეღებეს. ამ ფაქტს კი აქციის მონაწილეებსა და
პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
სამართალდამცველებმა რამდენიმე ახალგაზრდის დაკავება სცადეს, თუმცა
მათ ამის საშუალება თავად აქციის მონაწილეებმა არ მისცეს.
ორგანიზატორების თქმით, მომდევნო მასშტაბური აქცია 17 სექტემბერს არის
დაგეგმილი.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები