ზუგდიდში 144-მა დევნილმა ოჯახმა ბინა მიიღო (ვიდეო)
16:16 / 23.03.2017
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 2 თორმეტსართულიან
ახლადაშენებულ კორპუსში 144 დევნილმა ოჯახმა
საცხოვრებელი ფართი მიიღო.
იძულებით გადაადგილებულ პირებს ბინები კენჭისყრის პრინციპით
გადაუნაწილდათ. განაწილების პროცესს, რომელიც კომბინატის კულტურის
სახლში დღეს ჩატარდა, ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე
და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე კომისიის სხვა წევრები
ესწრებოდნენ.
„რაც შეეხება იმ დევნილებს, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ მოხვდნენ სიაში,
ჩვენ ორი დღის განმავლობაში ვხვდებით მათ და ვაძლევთ არგუმენტირებულ
პასუხს, თუ რატომ ვერ მიიღეს ამ ეტაპზე ბინა“, - განაცხადა გრიგოლ
გიორგაძემ.
იძულებით გადაადგილებულმა პირებმა 72 ერთოთახიანი, 48 ოროთახიანი და
24 სამოთახიანი ბინა მიიღეს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს,
მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფართები პირველ
სართულზე ექნებათ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები