ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ (ვიდეო)
13:47 / 05.04.2017
ზუგდიდის მერიის შენობასთან ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის
შენარჩუნების მოთხოვნით „ნაციონალური
მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა ხელმოწერების შეგროვება
დაიწყეს. მას შემდეგ, რაც მოთხოვნას ხელს ყველა მსურველი მოაწერს, ის
საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტს წარედგინება. საკრებულოს
წევრის ანა წითლიძის თქმით, ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის
სტატუსის ჩამორთმევა დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია და ამით
ქალაქს განვითარების შესაძლებლობა წაერთმევა.
„დღეს ზუგდიდს სჭირდება კიდევ უფრო მეტი განვითარება, მეტი
ბიუჯეტი, მეტი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. არ შეიძლება მას წაართვან
ქალაქის სტატუსი. ნებისმიერი ზუგდიდელი, მიუხედავად პოლიტიკური
შეხედულებებისა, ამ პოზიციას იზიარებს“, - აღნიშნა
წითლიძემ.
„თავი დაანებონ ბიუროკრატიულ ხარჯებს და ზუგდიდელებს
შეგვინარჩუნონ ქალაქის სტატუსი“, - თქვა ერთ-ერთმა
ხელმომწერმა ნოდარ გულორდავამ.
ცნობისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ადასტურებს, რომ დაწყებულია მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების
კვლავ გაერთიანებაზე. ამასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედმა
საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი
ერთეულების გაუქმება ყოვლად დაუშვებელია.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები