ზუგდიდის არტ-გალერეაში ამერიკული დღეების ფარგლებში გამოფენა მოეწყო (ვიდეო)
20:02 / 27.04.2017
ამერიკული დღეების ფარგლებში ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში
საინფორმაციო გამოფენა მოეწყო. ღონისძიებაზე
სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ აშშ-ის საელჩოს მიერ
დაფინანსებული პროგრამები წარადგინა.
გამოფენილი იყო საელჩოს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
USAID -ის, სანდიეგოს უნივერსიტეტისა და მილენიუმის გამოწვევის
კორპორაციის პროგრამები.
"ძალიან კარგი მაგალითია მსგავსი ღონისძიებები იმის საჩვენებლად, თუ
სინამდვილეში როგორია თანამშრომლობა აშშ-სა და საქართველოს შორის", -
განაცხადა საკონსულოს წარმომადგენელმა ჯეიმს ვოთერმენმა.
გამოფენაში ასოციაცია ,,ათინათმაც" მიიღო
მონაწილეობა. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა ენახა USAID -ის
მიერ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაცია. "ეს პროგრამებია -
"მომავლის თაობა", ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება", ასევე,
"ტოლერანტობისა და სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამა".
დღევანდელ ღონისძიებაში რადიო "ათინათთან" ერთად ვმონაწილეობთ", -
აღნიშნა ახალგაზრული კლუბების კოორდინატორმა სალომე ჟვანიამ.
ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის აღსანიშნავად
დაგეგმილი ღონისძიებების ზუგდიდში 24 აპრილს დაიწყო და 28 აპრილს
დასრულდება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
აფხაზური ოპოზიცია ეხმიანება რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის დიმიტრი ვოლვაჩის კომენტარს, რომლის თანახმადაც, „რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმებამ უნდა დაიცვას ინვესტორების უფლებები და კაპიტალი“.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები