ზვიად სიჭინავა: ქალაქი რომ შანხაის ბაზარს დაემსგავსა, ეს არის უბედურება და არა სტატუსი (ვიდეო)
13:33 / 22.05.2017
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას
ზუგდიდის მერობისთვის ბრძოლა
გადაწყვეტილი აქვს. ამის შესახებ სიჭინავამ რადიო
„ათინათს“ ქალაქის მერიასთან განუცხადა, სადაც ის,
მისივე თქმით, ზუგდიდის თემისა და ქალაქის შესაძლო გაერთიანებასთან
დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციას აკვირდებოდა.
„მოვუსმენ ყველას და დავდგები იმ მხარეს, რომელიც ზუგდიდისთვის
დადებითი შედეგის მომტანი იქნება“, - თქვა სიჭინავამ.
რაც შეეხება ქალაქისა და თემის შესაძლო გაერთიანების საკითხს,
ის ამბობს, რომ ზუგდიდი თვითმმართველი ქალაქის სტატუსს
იმსახურებს.
„ქალაქს აქვს საკმაო პოტენციალი, რომელიც, სამწუხაროდ,
გამოუყენებელია. ზუგდიდი იმაზე მეტის ღირსია, ვიდრე დღეს. ქალაქი რომ
შანხაის ბაზარს დაემსგავსა, ეს არის უბედურება და არა სტატუსი.
ქალღალდზე რაც უნდათ, ის დაწერონ“, - თქვა მან.
ცნობისთვის, ზუგდიდის თემისა და ქალაქის შესაძლო გაერთიანებასთან
დაკავშირებით მერიის შენობის წინ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია
გაიმართა. ადგილზე თენგიზ ჯგუშია და გიზო სართანია იმყოფებოდნენ.
მოგვიანებით მათ გამგეობის შენობასთან გადაინაცვლებს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები