ზუგდიდის საკრებულომ თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხი ხმაურის ფონზე დაამტკიცა (ვიდეო)
17:32 / 22.05.2017
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ თვითმმართველი ქალაქისა და თემის
გაერთიანების საკითხი 12 ხმით 3-ის
წინააღმდეგ დაამტკიცა. სხდომა ხმაურით დაიწყო და მის დასრულებამდე
სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. აღნიშნულ
გადაწყვეტილებას მხარი მხოლოდ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"
წევრებმა არ დაუჭირეს.
საკითხის დამტკიცების შემდეგ საზოგადოებრივი ორგანიზაციის
წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები იმ დეპუტატებს
დაუპირისპირდნენ, რომლებმაც აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირეს.
მანამდე სხდომა რამდენიმე წუთით შეჩერდა. ის საკრებულოს თავმჯდომარემ
ნატალია შეროზიამ დატოვა. შესვენების გამოცხადების მიზეზი საკრებულოს
თავმჯდომარის მიერ მოქალაქისთვის სიტყვის მიცემა გახდა, რაც სხვა
დამსწრეებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, ნატალია შეროზიამ სიტყვის
უფლება "ქართული ოცნების" მხარდამჭერს მისცა.
სხდომას საკრებულოს თხუთმეტივე წევრი, აქტიური მოქალაქეები,
არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომაზე ასევე იმყოფებოდნენ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის
წევრები''. საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლებს სხვადასხვა
შიანაარსის ტრანსპარანტები ეჭირათ: ,,მეტი დეცენტრალიზაცია’’, ,,ნუ
მოკლავთ თვითმართველობას,’’ ,,მოქალაქის ძალა თვითმართველობაშია’’,
,,ზუგდიდი - ჩემი ქალაქია?!’’ და სხვ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები