ახალი ამბები
ზუგდიდის სტადიონის დამპროექტებელი: არ ვიცი, რომელ ბეტონის კედელზეა საუბარი
„მხოლოდ ტელევიზიით ვნახე სტადიონი და ჯერჯერობით, არ ვიცი რა კედელზეა საუბარი“, - ამის შესახებ რადიო „ათინათს“ კომპანია „თბილქალაქპროექტის“ დირექტორმა ირაკლი კვარაცხელიამ განუცხადა. მისი განმარტებით, პროექტი დამკვეთის, ზუგდიდის მერიის მოთხოვნების შესაბამისად არის შედგენილი.

კითხვაზე, იყო თუ არა მოედნის გარშემო გავლებული ბეტონის კედელი პროექტის ნაწილი, კვარაცხელია ამბობს, რომ ამაზე ზუსტი პასუხი, ჯერჯერობით, არა აქვს.



„თუ ტრიბუნის კედელზეა საუბარი, კედელი იყო, თუ რამე დამატებით კედელზეა საუბარი, არ ვიცი, უნდა გავერკვე. შეიძლება, რაღაც სხვა იყო და ვიღაცას კედელი ეგონა, შეიძლება, კედელი იყო... ფედერაციას რაც ეხებოდა, არქიტექტურული ნაწილი, ნახა და მოიწონა კიდეც. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ისე, როგორც საჭიროა“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, ის სამშენებლო კომპანიისა და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

„თუ რამე პრეტენზია აქვთ ჩემთან, უნდა მითხრან. გავერკვევი, დაველაპარაკები და მერე გამოიყოფა რაღაც ჯგუფი და შევხედავთ. ჯერ უნდა ვნახო პროექტი, ვესაუბრო დამკვეთებს, მშენებლებს და გავაკეტო ანალიზი“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.

ზუგდიდის ახალ სტადიონზე სათამაშო მოედანს ბეტონის სარტყელი შემოავლეს. აღნიშნულმა ფაქტმა სოციალურ ქსელში მომხარებლების უკმაყოფილება გამოწვია. ისინი წერდნენ, რომ ბეტონის გალავანი ფეხბურთელების უსაფრთხოებისთვის საშიშია.

მოგვიანებით, საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ზუგდიდის მერიაში გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მშენებლობა სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. გარდა ამისა, მერიაში დოკუმენტი წარმოადგინეს, რომელზეც პროექტს, რომლის მიხედვით სტადიონი შენდება, სფფ-ს იმჟამინდელი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა აწერს ხელს. თავის მხრივ, სიჭინავა ამბობს, რომ სტადიონის პროექტთან დაკავშირებით, მან „თბილპროექტმშენის“ წერილს 2015 წლის პირველ ივლისს უპასუხა და მხოლოდ რეკომენდაციები გასცა. მისივე განცხადებით, მას არანაირ საპროექტო დოკუმენტზე არ მოუწერია ხელი და ამის უფლებამოსილებაც არ ჰქონდა.

კომპანიაში „დაგი“ კი ამბობენ, რომ მშენებლობა პროექტის მიხედვით მიმდინარეობს.

„რაც შეეხება იმას, შეესაბამება თუ არა ეს სტანდარტებს, ჩვენს კომპეტენციას ცდება“, - განაცხადეს სამშენებლო კომპანიაში.




თავის მხრივ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელმა და უეფა-ს მედიაოფიცერმა მერაბ კვარაცხელიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ზუგდიდის ახალმა სტადიონმა უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტი, შესაძლოა, ვერ დააკმაყოფილოს. მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ შეცდომა სამშენებლო კომპანიამ დაუშვა, თუმცა აქვე დასძენს, რომ კომპანია, სავარაუდოდ, უეფას, ფიფას და სფფ-ს სტანდარტებით მოქმედებდა.მისივე თქმით, ეს მისი, როგორც ექსპერტის შეფასებებია და ფედერაციის მხრიდან კონკრეტული დასკვნები მაშინ გახდება ცნობილი, როცა კომპანია სფფ-ს ოფიციალურად მიმართავს.

პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია. ის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.

ამავე თემაზე:

ექსპერტი: ზუგდიდის ახალმა სტადიონმა უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტი, შესაძლოა, ვერ დააკმაყოფილოს

დომენტი სიჭინავა მშენებარე სტადიონზე: ბეტონის მესერის აშენებისთვის ხელი არ მომიწერია (ვიდეო)

მერია მშენებარე სტადიონზე: ბეტონის გალავნის შემოვლება მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია

ზუგდიდის ახალ სტადიონზე ბეტონის სარტყელი შემოავლეს


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.