მუჟავაში წვევამდელის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა (ვიდეო)
16:28 / 18.01.2018
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული
ჭრილობის შედეგად გარდაცვლილი
წვევამდელის საქმესთან დაკავშირებით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში
წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ
საქმეზე დაკავებულმა დავით ჯალაღონიამ ბრალი აღიარა და თავი
დამანაშავედ ცნო, სასამართლომ იგი აღმკვეტის სახით კვლავ პატიმრობაში
დატოვა. მოსამართლე ნატრული აკობიამ, დაცვის მხარის შუამდგომლობა
ბრალდებულის 10 000 ლარის გირაოს სანცვლოდ გათავისუფლების შესახებ არ
გათვალისწინა.
პროცესის დასრულების შემდეგ სასმართლოს ეზოში ხმაური იყო.
გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა პროცესზე ეჭვმიტანილის
გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ მოთხოვნა გააპროტესტეს.
ამასთან, ისინი გამოძიებას ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ
პროკურატურა ხელს საგუშაგოს უფროსის მოადგილეს აფრებს. ისინი სწორედ
ამ მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობაში მიცემას მოითხოვენ და ამბობენ,
რომ იარაღი რომლითაც გაისროლეს, მას ეკუთვნის.
პროცესიდან გამოსულ პროკურორს დავით პაპავას გარდაცვლილის ბებიამ
სწორედ ამ მაღალჩინოსანთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. გარდაცვლილის
ოჯახის წევრები დაინტერესდნენ, დაეკისრება თუ არა ამ საქმესთან
დაკავშირებით საგუშაგოს უფროსის
მოადგილეს რამე სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაზეც
პროკურორმა უპასუხა, რომ მისი ბრალეულობა არ იკვეთება, რადგან
იარაღი, რომელიც მაღალჩინოსანს ეკუთვნოდა, ჯალაღონიამ თვითნებურად
აიღო.
წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი სამეგრელო-აფხაზეთის
ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა
დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს
ტერიტორიაზე, აღნიშნული სამმართველოს სწრაფი რეაგირების მე-2 ასეულის
მოსამსახურემ დ. ჯ. - მ, ამავე სამმართველოს ოცეულის მოსამსახურეს -
ა. კ. - ს სახელზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით,
გაუფრთხილებლობით მოუსპო სიცოცხლე ამავე სამმართველოს სამხედრო
მოსამსახურეს ბ. რ. - ს. 27 ოქტომბერს დ.ჯ. დააკავეს, მეორე დღეს კი
მას ბრალი სს კოდექსის 116-ე ,გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის
მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა
შეეფარდა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები