გარემოვაჭრეები ძველ ტერიტორიაზე დროებით მუშაობის მოთხოვნით აქციებს აანონსებენ (ვიდეო)
11:42 / 27.03.2018
ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეები არიან
შეკრებილები.
ისინი სააღდგომოდ მუშაობის ნებართვას ითხოვენ. მათი მტკიცებით,
მოედანზე, სადაც მერიამ მუშაობის ნება დართო, მყიდველი არ შედის და
თავის გატანას ვერ ახერხებენ.
დღეს დილით აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე გარემოვაჭრემ საკუთარი
საქონელი გამოიტანა, თუმცა სამართალდამცავები მათ ვაჭრობის უფლებას არ
აძლევენ.
„სააღდგომოდ ათი დღით თუ არ მოგვცემენ აქ მუშაობის საშუალებას,
აქციებს დავიწყებთ. იმ ტერიტორიაზე, სადაც მოგვათავსეს, არავინ
შემოდის და ფაქტობრივად, ვერ ვმუშაობთ“, - ამბობენ ისინი.
გარემოვაჭრობის მოთხოვნით ზუგდიდში ორი კვირის განმავლობაში აქციები
მიმდინარეობდა. მოთხოვნა მერიამ არ დააკმაყოფილა, თუმცა მათ ჩხოუშის
მარცხენა სანაპიროზე არსებულ საფეხბურთო მოედანზე ვაჭრობის ნებართვა
მისცა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბურთით თამაში, სახელად ბურთუა, საუკუნეების განმავლობაში პოპულარული გახლდათ. მას თამაშობდნენ ბავშვები და დიდები, სხვადასხვა წესებითა და ფორმით — ხელით, ფეხით, ჩოგნითაც. ლელო ბურთი, ტანტრაცილიკი, ჭარკინუა და სხვა თამაშები დღესასწაულებზე ტარდებოდა და მთელ სოფელს აერთიანებდა.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები