სირიის მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და
სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს. უწყების ე.წ. ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულია კომუნიკე,
რომელშიც აღნიშნულია, რომ აფხაზეთის რესპუბლიკამ და სირიის არაბთა
რესპუბლიკამ გამოაცხადეს ურთიერთაღიარება და დიპლომატიური
ურთიერთობები დაამყარეს.
დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინფორმაცია ფეისბუქის
საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა და აფხაზ ხალხს ეს ფაქტი მიულოცა.
„ეს არის შესანიშნავი საჩუქარი ჩვენი დამოუკიდებლობის 25-ე
წლისთავისთვის“, - წერს დაურ კოვე სოციალურ ქსელში.
საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის
დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას და
ნაურუს.
მასალის გამოყენების პირობები