ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში, სადაც ამ წუთებში ზოგადი უნარების
გამოცდები მიმდინარეობს სულ დარეგისტრირებული 418 აბიტურიენტიდან 414
გამოცხადდა.
ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ ზუგდიდის
საგამოცდო ცენტრის დირექტორმა ნანა ქირიამ უთხრა. მისივე ცნობით,
დაგვიანების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
რაც შეეხება კონდენცირების საკითხს, რომელიც საგამოცდო ცენტრში დღეს
უნდა დაემონტაჟებინათ, ნანა ქირია ამბობს, რომ მას დღის ბოლომდე
მოაწყობენ.
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში დღეს
ოთხი აბიტურიენტი არ გამოცხადდა
აბიტურიენტები: გამოცდები საშუალო სირთულის იყო
მასალის გამოყენების პირობები