პოლიტიკა
უსუფაშვილი: ზურაბიშვილი არა მოღალატე, არამედ პრეზიდენტობისთვის შეუფერებელია
„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით უსუფაშვილის თქმით, ის არ იზიარებს მოსაზრებას, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გამტარებელია, თუმცა, უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი პრეზიდენტის თანამდებობისთვის შეუფერებელია.

ამის შესახებ კანდიდატმა ზუგდიდში ამომრჩევლებთან შეხვედრის დაწყებამდე შესაბამისი კითხვის პასუხად ისაუბრა. უსუფაშვილი თვლის, რომ ზურაბიშვილს არასწროად ესმის ქართული საქმის კეთება რუსეთთან მიმართებაში.

„მე არ ვიზიარებ, რომ ზურაბიშვილი არის მოღალატე, მაგრამ ის არის შეუფერებელი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე არა იმიტომ, რომ ის შეგნებულად აკეთებს რუსეთის საქმეს საქართელოში, არამედ ის ვერ ასხვავებს საგარეო ურთიერთობაში სახელმწიფო ინტერესებს და შიდა პოლიტიკურ წინააღმდეგობას... მას არ ესმის სწორად ქვეყნის ინტერესების დაცვა ოკუპანტ სახელმწიფოსთან მიმართებაში, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ოკუპანტის აგენტია, მე ამის არ მჯერა... მაგრამ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტის არასწორი პოლიტიკის მეშვეობით ქვეყანა დაზარალდება. ისევე, როგორც ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში. ვაშაძე სააკაშვილის ჩამოყვანას აპირებს, ზურაბიშილი კი ივანიშვილის ხელისფლების გახანგრძლივებას. არცერთი არაა ქართველი ხალხის ინტერესებში“, - თქვა დავით უსუფაშვილმა.

ის ზუგდიდში ზუგდიდელ და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ მხარდამჭრებსა და ამომრჩევლებს შეხვდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.