ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი სოფელ ცაცხვთან შუა ხნის მამაკაცს დაეჯახა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესახებ ექიმები ჯერ ვერ საუბრობენ.
როგორც რადიო "ათინათს" შს სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები