ახალი ამბები
სახალხო დამცველი: ია კერზაიას საქმის შესწავლა ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება
ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას მიმართ, შესაძლო, საარჩევნო მიზნებით ზეწოლის ფაქტის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატისთვის ერთ-ერთი პრიორიტული საქმეა. ამის შესახებ სახალო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აპარატი აღნიშნული საქმის ყველა გარემოებას შეისწავლის და შესაბამისი დასკვნა ექნება.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული ფაქტი მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, არამხოლოდ დისკრიმინაციულ ჭრილში, არამედ ყოველმხრივად შევისწავლოთ. აქ საუბარია საარჩევნო მიზნებით ზეწოლაზე, ასევე საუბარია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. ამიტომ ყველა მხრიდან და მაქსიმალურად ამომწურავად შევისწავლით აღნიშნული ფაქტის გარშემო გარემოებებს. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ოჯახის წევრებთან და მას შემდეგ, რაც მათგან ყველა საჭირო ინფორმაციას მივიღებთ, შევისწავლით და გვექნება შესაბამისი დასკვნა. ია კერზაიას წერილში სავარაუდოდ, საუბარია პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნის დადგენაზე. ჩვენ, პირველ რიგში, გარემოებები უნდა შევისწავლოთ და შემდეგ გამოიკვეთება, რა ნიშნით დისკრიმინაციაზე იყოს საუბარი. ამ ეტაპზე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმეა სახალხო დამცველისთვის,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაში განათლების სამინისტროს ადანაშაულებს და შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყებას სთხოვს.

ამავე თემაზე :

საია კერზაიას საქმეზე: ვიკვლევთ, ხომ არ ჰქონდა ამ ფაქტს პოლიტიკური წინაპირობა

სამინისტრო კერზაიას გარდაცვალებაზე: სკოლას პოლიტიკურ საკითხებში რთავენ

ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაზე: ეს იყო ორგანიზებული მკვლელობა

სკოლის დირექტორი, რომელიც პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა გარდაიცვალა

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.